Thursday, May 29, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია
         ტრენერმა ვრცლად ისაუბრა საავტორო უფლებების დაცვის საკითხზე, რაც ასე აქტუალურია დღევანდელ მსოფლიოში, ნებისმიერ სფეროში.
         შემდეგ ვიმუშავეთ power-point-ში , გავაკეთეთ სლაიდ-შოუ, ვისწავლეთ დიაგრამების, ცხრილების, სქემების გაკეთება, სურათის ჩასმა, სლაიდის დიზაინი და , საერთოდ, პრეზენტაციის აგების სქემა. 

Monday, May 26, 2014

მესამე დღის რეფლექსია

ამ მეცადინეობაზე ვიმუშავეთ ერთმანეთის ბლოგებში შესვლასა და კომენტარების გაკეთებაზე.
   განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის საკვანძო კითხვები. ასევე მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე. შევავსეთ სქემა, განვიხილეთ ნიმუშები და მოგვეცა დავალება, ჩვენს საქაღალდეში შეგვეტანა სასწავლო პროექტის გეგმაში ასეთი კითხვები.

Sunday, May 25, 2014

მეორე დღის რეფლექსია


       ტრენინგის შემდეგ დღეს შევქმენით საქაღალდე და ,,პროექტებით სწავლების'' თეორიული მასალიდან შიგ მოვათავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი და მსგავსი საჭირო მასალები. ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზე, მოვათავსეთ ჩანაწერები და დავაკომენტარეთ ერთმანეთის ბლოგები.      
        საინტერესო იყო მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე მუშაობა. თითოეულმა ჩვენგანმა  აირჩია ერთ-ერთი კითხვა და ამის მიხედვით დავწერეთ ზოგადი, თემატური ან შინაარსობრივი კითხვები. გავაკეთეთ შესრულებული სამუშაოს ანალიზი.

     

Wednesday, May 14, 2014

პირველი დღის რეფლექსია

პირველ დღეს ჩვენი შეხვედრა, ძირითადად, გაცნობითი ხასიათისა იყო. საერთოდ, მომავლის კლასში პირველად ვიყავი. ინტერესით დავათვალიერე ყველაფერი. გავიცანი ტრენერი, რომელმაც ,,გვახარა'', რომ საკმაოდ შრომატევადი მუშაობა მოგველის. პროექტებზე მანამდეც გვიმუშავია, გაგვივლია ტრენინგებიც ამ თემაზე და პრაქტიკულადაც შეგვისრულებია, მაგრამ , როგორც ვატყობ, აქ ამ თემას ცოტა სხვა კუთხიდანაც შევხედავთ. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ პროექტის შესრულება უფრო ადვილია, ვიდრე მისი გაფორმება. საინტერესო იყო ბლოგზე მუშაობა, უფრო სწორად, გახსენება. იმედია, ჩემი მოლოდინი ამ ტრენინგის მიმართ გამართლდება.