პირველ დღეს ჩვენი შეხვედრა, ძირითადად, გაცნობითი ხასიათისა იყო. საერთოდ, მომავლის კლასში პირველად ვიყავი. ინტერესით დავათვალიერე ყველაფერი. გავიცანი ტრენერი, რომელმაც ,,გვახარა'', რომ საკმაოდ შრომატევადი მუშაობა მოგველის. პროექტებზე მანამდეც გვიმუშავია, გაგვივლია ტრენინგებიც ამ თემაზე და პრაქტიკულადაც შეგვისრულებია, მაგრამ , როგორც ვატყობ, აქ ამ თემას ცოტა სხვა კუთხიდანაც შევხედავთ. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ პროექტის შესრულება უფრო ადვილია, ვიდრე მისი გაფორმება. საინტერესო იყო ბლოგზე მუშაობა, უფრო სწორად, გახსენება. იმედია, ჩემი მოლოდინი ამ ტრენინგის მიმართ გამართლდება.